Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ სოსელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1986 წელს. 1968-1970წწ. მუშაობდა გორის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში; 1970 წლიდან იყო ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 130 სამეცნიერო ნაშრომისა ჰემატოლოგიისა და იმუნოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "კლინიკური იმუნოლოგია"(თანაავტორი ნ. ტატიშვილი, "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1986), "Молекулярные и клеточние аспекты иммунологического распознавания"(соавт. Татишвили Н. И. Меунаргиа В. В., "Мецниереба", Тбилиси, 1988), "იმუნოლოგიური მეთოდები კლინიკაში(თანაავტორი ნ. ტატიშვილი, "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1989). სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძრვანელობას უწევდა მიკრობიოლოგიის ლაბორანტებს. აქვს გამოგონებები(საავტორო მოწმობა №1009502, 1982; №731963, 1980). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიალური იმუნოდიფუზიის მეთოდის სადიფერენციაციო-დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიელომური დაავადებების დროს", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.254 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |