შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარპეზ დონდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტი 1922 წელს. 1922 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწებას პეტროგრადის უნივერსიტეტში; 1941-1945წწ. მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემებს; მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია - "ემფათიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში" (რუსულ ენაზე, 1930), "ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ"(რუსულ ენაზე, 1931), "მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში" (რუსულ ენაზე, 1932), "ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და კვალი ძველ ქართულში" (რუსულ ენაზე, 1938), "შედარებით-აღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში" (რუსულ ენაზე, 1940), "გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა" (რუსულ ენაზე, 1948), "ქართული ენის მესხური კილო" (რუსულ ენაზე, 1967); ყურადღებას იმსახურებს მისი კვლევები რუსთველოლოგიაში; მის ნაშრომებში - "ამირანდარეჯანიანი" (რუსულ ენაზე, 1937), "შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა" (რუსულ ენაზე, 1938), "კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ" (რუსულ ენაზე, 1940), "ვეფხიტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის" (1943) გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტურის საკითხები; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1940). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.482 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |