The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა გაბუნია

მედეა გაბუნია
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1908
გარდაცვ. თარიღი:11 აპრილი, 1998  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიკოთი, მაიაკოვსკის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1924 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს (ვოკალური).

1937 წლიდან მღეროდა საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, ხოლო შემდეგ ოქტეტში; 1943-1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ლირიკული სოპრანო); 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, თავდაპირველად საგუნდო-სადირიჟორო, შემდეგ სოლო-სიმღერის კათედრაზე, 1976 წლიდან დოცენტი, 1986 წლიდან პროფესორი; პარალელურად იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური ფაკულტეტის პედაგოგი; მისი მოწაფეები იყვნენ: მ. დავითაშვილი, თ. ჯანგავაძე, ლ. გვარიშვილი, შ. შათაშვილი, მ. ჯახუტაშვილი, ო. ჭურღულია, ნ. დოლენჯიშვილი; მის რეპერტუარში იყო, ქართული ქმნილებები: ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ლერწამისა (ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი"), ნესტანი (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მზექალა (დ. თორაძე "მთების ძახილი"), თამრო (ა. ანდრიაშვილი "ლაშქარა"), ყაყაჩო, ციცინათელა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), წითელქუდას ბებია (ი. გოკიელი "წითელქუდა"); სხვა რეპერტუარი: ტატიანა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ქსენია (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ჩიო-ჩიო-სანი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), დეზდემონა (ვერდი "ოტელო"), თამარი (რუბინშტეინი "დემონი"), ნედა (ლეონკავალო "ჯამბაზები"), მიქაელა (ბიზე "კარმენი"), მარგარიტა (გუნო "ფაუსტი"). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 88; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ. 44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: