შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხაზბი გაგლოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. 1942 წლიდან ცეკვის ხელოვნებას სწავლობდა სამხრეთ ოსეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთნ არსებულ მოცეკვავე ბავშვთა ჯგუფში პედაგოგ გრ. გაბარაევის ხელმძღვანელობით. 1948 წლიდან უკვე ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობად ჩაირიცხა. 1964 წლიდან იყო ამ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე და დამდგმელი ქორეოგრაფია. მან მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა: "ქართული", "ოსური", "ნარნარი" (მანია გაგლოევასთან ერთად). "უკრაინული დუეტი", "პაემანი წყაროსთან", "განდაგანა", აზერბაიჯანული სახუმარო ცეკვა "მატჩი" და სხვა. 1964 წელს გაგლოევი დააწინაურეს, ხოლო 1972 წლიდან მთავარი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ანსამბლის მიერ განხორციელებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ერთმოქმედებიანი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ალანი", "ქართული საცეკვაო სიუიტა", "ოსური მასობრივი სიმდი", "ხონგა", "კინტოური", "პარტიზანები", აგრეთვე უკრაინული, მოლდავური, რუმინული და სხვა ხალხთა ცეკვები. როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ოსეთის ხეთაგუროვის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. მისი გაფორმებული სპექტაკლებია: ა. წერეთლის "კინტო", მაინ რიდის "უთავო მხედარი", ვლ. გაგლოევის "თქმულება დედაზე", ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 91; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |