The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხაზბი გაგლოევი

დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1942 წლიდან დაეუფლა ცეკვის ხელოვნებას სამხრეთ ოსეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში(პედაგოგი გრ. გაბარაევი), 1964 წლიდან იყო ამ ანსამბლის დამდგმელი ქორეოგრაფი, 1972 წლიდან მთავარი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი; როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ოსეთის ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრთან; ანსამბლის მიერ  განხორციელებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ერთმოქმედებიანი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ალანი", "ქართული საცეკვაო სიუიტა", "ოსური", "მასობრივი სიმდი", "ხონგა", "კინტაური", აგრეთვე უკრაინული, მოლდავური, რუმინული და სხვა ხალხთა ცეკვები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 91

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: