Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინა დონჟაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1947 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "ვერ მიგატოვებ"; ომის თემაზე აქვს შექმნილი რომანი "განთიადი"(1950) და მოთხრობა "ჩემი მეგობარი"(1963); ყურადღებას იპყრობს ასევე მისი რომანები - "ალაზანზე"(1956) და "გონჯაურა"(1988); აგრეთვე კრებულები: "ვერ მიგატოვებ" (1971), "შორ გზაზე" (1976); ნარკვევების კრებულები: "შრიალებდეს ტყე" (1961), "მთებში" (1967), "ალისფერი ვარდები" (1971), "მთა და ბარი" (1974); ავტორია პიესებისა: "ახალი ქართლი" (1948), "გამარჯვებულთა ღიმილი" (1949, დაიდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში); მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.484 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |