Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1977-1979წწ. წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1979-1982წწ. მოსკოვის ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი; 1083-1984წწ. იყო მოსკოვის ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1986წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1991წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1997წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1997 წლიდან ნევროლოგიის ინსტიტუტის რენტგენო-რადიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 21 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიფუზური ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის ენდოკრინული ასპექტები", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.255 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |