Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ჯანაშია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აძიუბჟა, ახლანდელი ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1891 წელს. იმავე წელს დაინიშნა მასწავლებლად სოხუმის მთიელთა სკოლაში; 1892 წელს გადავიდა მასწავლებლად ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში; მაკვანეთიდან იგი გუდაუთის სამინისტრო სკოლის გამგედ გადაიყვანეს. მისი მოსვლის შემდეგ სკოლა მალე მოწინავეთა რიგებში ჩადგა; გუდაუთში იგი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა; აქვეყნებდა წერილებს გაზეთებში; 1899 წელს იგი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს. მან ამ სკოლაშიც საქმისადმი დიდი სიყვარული და ენერგია გამოიჩინა; დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის სამასწავლებლო სემინარიის დაარსებაში(1915 წ); იგი იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური შეხედულებების მიმდევარი; 1909 წელს მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალი; 1910 წელს სათავეში ჩაუდგა ამ საზოგადოების ქართულ სკოლას სოხუმში; ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას; სწავლობდა ქართველი ხალხის მატერიალურ და სულიერ კულტურას; დიდი წვლილი შეიტანა აფხაზი ხალხის ყოფისა და რელიგიური რწმენების კვლევაში; ეთნოგრაფიულ წერილებს ბეჭდავდა: "სახალხო გაზეთში", "მოამბეში", აკაკის კრებულში, აგრეთვე ჟურნალ "ხრისტიანსკი ვოსტოკში". საზოგადო მოღვაწე. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.536; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |