შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალაქია ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღარი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1881-1883წწ. მასწავლებლობდა ქალაქ გუმბრის სამოქალაქო სასწავლებელში; 1883-1902წწ. იყო ონის ორკლასიანი სკოლის პედაგოგი; სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისში, იგდირში (სომხეთი), ლანჩხუთსა და ხონში; 1914 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ქ. ონში და იქვე მუშაობდა მასწავლებლად სხვადასხვა ტიპის სკოლებში; აქტიურ მონაწილეობას იღებდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში, ხელს სუწყობდა სახალხო წარმოდგენების გამართვას, ლიტერატურული დილა-საღამოების მოწყობას, პოპულარულ-მეცნიერული ხასიათის ლექციების ჩატარებას; განსაკუთრებით აინტერესებდა მეტეოროლოგია და პეტერბურგის ფიზიკურ ობსერვატორიას სისტემატურად აწვდიდა ცნობებს ონიდან; 1908 წელს დიდი დახმარება გაუწია ქართველ კომპოზიტორს დიმიტრი არაყიშვილს ეთნოგრაფიულ მუშობასა და მასალების შგროვებაში დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის დროს. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |