The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ჯაფარიძე

სიმონ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1845
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1898  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ძეგლევი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ძეგლევი, რაჭის მაზრა.

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1878 წელს და სახალხო მასწავლებლის წოდება მიიღო.

1872 წელს დაინიშნა სოფელ ჩარგლის სკოლის ზედამხედველ-მასწავლებლად. ამ თანამდებობაზე ის 1878 წლამდე დარჩა; 1878 წელს დაინიშნა ქ. გორის სამაზრო სკოლის შტატგარეშე მასწავლებლად; 1880 წლიდან მუშობა გააგრძელა გორის საქალაქო სკოლაში; 1881 წელს იგი გადაიყვანეს ცხინვალის ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის ზედამხედველ-მასწავლებლად, სადაც იგი 1884 წლამდე მუშაობდა; შემდეგ იგი გადაიყვანეს საცხენისის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველის მოადგილე-მასწავლებლად; 1895 წლიდან მუშაობდა ცხინვალის სკოლის ზედამხედველად. ჩვენი სახალხო განათლების ისტორიაში ის ღირსშესანიშნავი ფიგურაა, როგორც ენთუზიასტი აღმზრდელ-მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები : nateba.websail.net


გააზიარე: