The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ ჯაჯანაშვილი

რაჟდენ ჯაჯანაშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1899  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, გორის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1874 წელს და დანიშნეს მასწავლებლად ახალციხის მაზრის სოფელ ხერთვისში.

1881 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში (ვაჟთა ქართული გიმნაზია). მან 1886 წელს გამოსცა "კრებული არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითებისა". წიგნი 8 წლის განმავლობაში 4-ჯერ გამოვიდა. ეს იყო მათემატიკის მოსამზადებელი კურსი, რომელიც იხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლებში; სისტემატურად ბეჭდავდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს თითქმის ყველა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემაში. როგორც პრაქტიკული პედაგოგიური მოღვაწეობით, ისე თავისი წერილებითა და სტატიებით ხელს უწყობდა სახალხო განათლების საქმის გაუმჯობესებას საქართველოში; თარგმნა რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები; წერდა კრიტიკული ხასიათის წერილებს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.111-112; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1882-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: