The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გაგლოშვილი

დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:არტისტი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისიю

ის იყო გამოჩენილი მედუდუკე, დაკვრა შეისწავლა, ასევე ცნობილ მედუდუკე ა. მაისურაძესთან; 1948-1951წწ. იყო ჯ. ბაგრატიონის მიერ ჩამოყალიბებული საესტრადო "აღმოსავლური ანსამბლის" წევრი; 1964 წელს გორში დააარსა მედუდუკეთა ანსამბლი "კავკასიონი", რომელმაც იარსება 22 წელს, "კავკასიონის" სარეპერტუარო სიმღერებია: "დუდუკო", "ჩემო ტკბილო თილისმავ", "სიმღერა შოთა რუსთაველზე", რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი თვითონ იყო; 1977 წელს ანსამბლს მოსკოვის საკავშირო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა; ის ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას გორში, აღზარდა არაერთი მედუდუკე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 91

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: