The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სულაძე

დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1979-1981წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი-გინეკოლოგი; 1981-1983წწ. თბილისის II სამშობიარო სახლის კლინიკური ორდინატორი, 1983-1997წწ. მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი და კათედრის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი. არის 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლოგინობის ხანის ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და იმუნური დარღვევების კორექცია T-აქტივინით და მიელოპიდით მელოგინეებში საკეისრო კვეთის ოპერაციის შემდეგ", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.256


გააზიარე: