The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ სულაძე

დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975 წელს იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეანიმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიის და კატასტროფათა მედიცინის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1981 წელს ასისტენტი, 1989 წელს დოცენტი, კათედრის გამგე, 1992 წლიდან პროფესორი. ავტორია 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების სამეცნიერო პრობლემაზე -"კრიტიკულ მდგომარეობათა იმუნოლოგია". გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "New steps in Critical Care Medicine"(Tbilisi, Critical Care Medicine Institute, 1998). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Особенности перестройки иммунного ответа при критических состояниях организма", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Иммунологические, иммунносорбционные и токсикологичкские основы диагностики, профилактики и лечения терминальных состояний", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.256

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი

გააზიარე: