The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინა გამსახურდია

დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1894
გარდაცვ. თარიღი:1965  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დარგალი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მ. მორდკინის ქორეოგრაფიული სტუდია 1916 წელს.

1902-1920წწ. საბალეტო ხელოვნებას პირველად ეზიარა ცირკში, მამის(მამა ცირკის მსახიობი იყო), ძმები ნიკიტინების, ჩინიზელისა და ტრუცის ხელმძღვანელობით; როგორც ბალეტის მოცეკვავე მუშაობდა ბაქოს ამიროვის სახელობის ოპერეტის თეატრში, ხოლო 1918 წლიდან კიევში, ბრეიტმანის სახელობის თეატრში; 1919-1926წწ. იყო ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, მან ოდესაში დააარსა საბალეტო სტუდია, ამასთან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში; 1926-1933წწ. იყო ხარკოვის, ლენინგრადის, ნოვოსიბირსკის, გორკის, მინსკის თეატრების სოლისტი და ბალეტმაისტერი; 1933-1934წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი და საბალეტო დასის სოლისტი; 1940-1945წწ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; მისი დადგმებია: ჩაიკოვსკი "გედების ტბა", დელიბი "კოპელია", დრიგო "არლეკინიადა", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", "შოპენიანა"; ცეკვების დადგმები ოპერებში: ბიზე "კარმენი", ვერდი "აიდა", გუნო "ფაუსტი", რიმსკი-კორსაკოვი "ოქროს მამალი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: