შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სულუხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. 1966 წელს სწავლობდა რიგის სამედიცინო ინსტიტუტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972-1975წწ. იყო გულრიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1997-1977წწ. ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე გაიარა კლინიკური ორდინატურა, 1978-1980წწ. იყო გულრიფშის სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგე; 1980-1993წწ. სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1993 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მეთოდური წერილის და 4 მონოგრაფიის: "საშვილოსნოს ფარმაკოლოგიური რეგულაცია"(1988), "რით არის აბორტი მწვავე და საშიში"(1989), "თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებები"(1990), "ქალის განსაკუთრებული ასაკი"(გამომცემლობა "ალაშარა", სოხუმი). კითხულობს გინეკოლოგიის ციკლს კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიაში(ჩინური მედიცინის ინსტიტუტი). მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფენილალკილამინების ჯგუფის პრეპარატების მოქმედება ჰიპოფიზის ჰონადოტროფულ ფუნქციაზე". სადოქტორო დისერტაციის თემა - "თერაპიული და ქირურგიული ტაქტიკა ნაადრევი მშობიარობის დროს". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.256 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |