Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ სულუხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. 1966 წელს სწავლობდა რიგის სამედიცინო ინსტიტუტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972-1975წწ. იყო გულრიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1997-1977წწ. ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე გაიარა კლინიკური ორდინატურა, 1978-1980წწ. იყო გულრიფშის სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგე; 1980-1993წწ. სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1993 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მეთოდური წერილის და 4 მონოგრაფიის: "საშვილოსნოს ფარმაკოლოგიური რეგულაცია"(1988), "რით არის აბორტი მწვავე და საშიში"(1989), "თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებები"(1990), "ქალის განსაკუთრებული ასაკი"(გამომცემლობა "ალაშარა", სოხუმი). კითხულობს გინეკოლოგიის ციკლს კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიაში(ჩინური მედიცინის ინსტიტუტი). მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფენილალკილამინების ჯგუფის პრეპარატების მოქმედება ჰიპოფიზის ჰონადოტროფულ ფუნქციაზე". სადოქტორო დისერტაციის თემა - "თერაპიული და ქირურგიული ტაქტიკა ნაადრევი მშობიარობის დროს". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.256 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |