შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ განუგრავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს (საგუნდო-სადირიჟორო); 1961-1964 წელს გაიარა ასპირანტურის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი და ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი.1970-1974 წლებში დაამთავრა საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტი კონსერვატორიაში ოდისეი დიმიტრიადის კლასი. 1956-1957წწ. იყო თბილისის N9 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (საგუნდო საგნები); 1957-1962წწ. საქართველოს სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერი, 1962-1966წწ. დირიჟორი; 1966-1968წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი; 1968-1974 იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ.სამუსიკო სასწავლებელი-კოლეჯის დირექტორი,ამავე წლებში იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმეისტერი და ქუთაისის კონსერვატორიის პედაგოგი (ასოცირებული პროფესორი); 1975 -2005 წლამდე მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ ქორმეისტერად და თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად. მის რეპერტუარში იყო, ქართული: ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა" (1967, პრემიერა), ვ. აზარაშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" (1983, პრემიერა); ქორმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 97; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.101 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |