The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი
Date of birth:January, 1869
Date of death:March, 1939  (at 70 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, ქვემო იმერეთი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1890 წელს. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა; 1893 წელს იგი ორ ამხანაგთან ერთად დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე; 1897 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი.

როგორც "პოლიტიკური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს" მას უფლება არ ჰქონდა მიეღო მასწავლებლის ადგილი; ამ გარემოებამ იგი აიძულა წასულიყო მასწავლებლად შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში და ქალაქ ხაბაროვსკის რკინიგზის სასწავლებელში დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა; ერთი წლის შემდეგ ინიშნება იმავე სასწავლებლის ინსპექტორად; 1900 წელს გადაიყვანეს ამიერ-ბაიკალის ქალაქ ტროიცკოსავსკის რეალური სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც მან 1908 წლამდე იმსახურა; ეწეოდა ინტენსიურ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ მოღვაწეობას; 1908 წელს იგი ახერხებს ამიერკავკასიაში გადმოსვლას და ინიშნება ქალაქ ბაქოში პირველი გიმნაზიის ინსპექტორისა და მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე; 1917 წელს პენსიაში გავიდა და საქართველოში დაბრუნდა; იგი დანიშნეს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად და ქალთა გიმნაზიის პედსაბჭოს თავმჯდომარედ; 1918 წლიდან თბილისში მსახურობდა, ჯერ ავლაბრის მე-5 გიმნაზიის დირექტორად, ხოლო შემდეგ, ტექნიკუმის დირექტორად, სადაც იგი 1924 წლამდე მუშაობდა; ამის შემდეგ იგი იყო ლექტორი სხვადასხვა კურსებზე, მასწავლებელი ონსა და თელავში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კვლავ თბილისში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა ლექტორად მასწავლებელთა კურსებზე და წითელი არმიისა და ფლოტის სახლში; მუშაობდა მათემატიკის სახელმძღვანელოების შედგენაზე; მისი თავმჯდომარეობით ქართველმა მათემატიკოსებმა შეიმუშავეს ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/87-jishkariani

Bibliography


Share: