The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გეგეჭკორი

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1870
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1954  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

სწავლობდა ქ. ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, მარტვილის სამრევლო სკოლაში.

უკრავდა ვიოლინოზე; 1898 წელს გაემგზავრა კიევში, კიევ-პეჩორის ლავრაში, სადაც სიმღერა-გალობას სწავლობდა; საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სენაკის სასულიერო სასწავლებელში; აღზარდა ქართული სიმღერის მცოდნე მრავალი თაობა; გეგეჭკორს თავის მასწავლებლად მიიჩნევდნენ ქართული სიმღერის ოსტატები: ძ. ლოლუა, კ. გეგეჭკორი, რ. შელეგია, ნ. ჩაჩიბაია, ნ. ხურცია; ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც გადაეცა სენაკის სასულიერო სასწავლებელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 101



გააზიარე: