Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. სწავლობდა ქ. ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, მარტვილის სამრევლო სკოლაში. უკრავდა ვიოლინოზე; 1898 წელს გაემგზავრა კიევში, კიევ-პეჩორის ლავრაში, სადაც სიმღერა-გალობას სწავლობდა; საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სენაკის სასულიერო სასწავლებელში; აღზარდა ქართული სიმღერის მცოდნე მრავალი თაობა; გეგეჭკორს თავის მასწავლებლად მიიჩნევდნენ ქართული სიმღერის ოსტატები: ძ. ლოლუა, კ. გეგეჭკორი, რ. შელეგია, ნ. ჩაჩიბაია, ნ. ხურცია; ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც გადაეცა სენაკის სასულიერო სასწავლებელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 101
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |