შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანთიმოზ ჯუღელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვირი, იმერეთი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარია მეორე წელსვე დატოვა; მუშობა დაიწყო სოფელ სუჯუნის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად; სუჯუნიდან გადავიდა სოხუმში და მუშობა დაიწყო მთიელ ბავშთათვის გამართულ სკოლებში; 1875-1876წწ. გამოაქვეყნა რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობა, დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელო, წერის დედანი, რეცენზიები და საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე რამდენიმე პატარა თზულება, სადაც გადმოცემულია მისი შეხედულება სწავლა-აღზრდის ცალკეულ საკითხებზე; სოხუმში იგი აჩაღებს ფართო საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო მუშაობას; იბრძვის დედა-ენაზე სწავლების უფლებისათვის, ავრცელებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს სოხუმელ მოსახლეთა შორის; მან პირველმა შემოიღო სუხუმში აბრეშუმის ჭიის მოვლა; მისივე ხელმძღვანელობით დაარდა ამხანაგობა "სააგარაკო მიწების შეძენისა“, რაც ხალხის კეთილდღობას ემსახურებოდა; არჩეული იყო ქალაქის გამგეობის წევრად. წყარო: განმანათებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.478 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |