შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნარგიზა გარდაფხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1978 წელს (მუსიკის თეორია), მოსკოვის სარეჟისორო უმაღლესი კურსები 1988 წელს. 1981-1992წწ. იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორის ასისტენტი და რეჟისორი; 1991-1992წწ. ტელეკომპანია "იბერვიზია"-ს რეჟისორი; 1998-2001წწ. ჟურნალ "თბილისი ფასთაიმი"-ს ჟურნალისტი და მარკეტინგის მენეჯერი; 2001-2002წწ. საქართველოს ტელივიზიაში, პროგრამა "ალიონი", რუბრიკა "შოუბიზნესის სიახლეების" ავტორი და წამყვანი; 2002-2009წწ. ტელეკომპანია "იმედი"-ს პროდიუსერი, რეჟისორი ("არჩევანი თქვენ", "პირველი ნაბიჯი", "ბიზნეს კლასი", "ნადიმი", "თქვენი ექიმი", "მე ვარ ქალი"); 2005-2006წწ. იყო გ. ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის პედაგოგი (მუსიკის ისტორია); 2006-2007წწ. "იმედის საახალწლო ექსპრესის" საახალწლო გადაცემის ავტორი და რეჟისორი; 2010 წლიდან ჟურნალ "მუსიკის" ჟურნალისტი; კონცერტების რეჟისორი: პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიება (2012), რუდოლფ ბარსაის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი (2014); გადაღებული ფილმები: "ძილისპირული" (1983, მოკლე მეტრაჟიანი მხატვრული ფილმი), "სამი ამბავი ტელეფონით" (1984, მოკლე მეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ), "იაშვილების ოჯახი" (1985, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "ორშაბათი" (1988, სცენარი მ. კობაიძის, მოკლე მეტრაჟიანი მხატვრული ფილმი), "ქუჩის გენერლები" (1997, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "ლუსტრაცია" (2002, მოკლე მეტრაჟიანი მხატვრული ფილმი), "ამერიკული აკადემია თბილისში" (2005, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "ამერიკული აკადემია თბილისში" (2005, მუსიკალური კლიპი), "იმედი საქართველოისი" (2011, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "კარლო გარდაფხაძე 95" (2012, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "რისთვის მიყვარხარ" (2017, 2 სერია, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "ჭაბუკიანის ხანძარი" (2023, 3 სერია, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი), "ნუკრი მაღალაშვილის სევდა" (2023, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი). 1983 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (ქ. ტამპერე, ფინეთი) დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური დიპლომით ფილმისთვის "ძილისპირული", იგივე ფილმისთვის 1987 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ "ამირანის" ჟიურის დიპლომი; 2012 წელს ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" გადაეცა ფილმისთვის "იმედი საქართველოისი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.98; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |