The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარგიზ გარდაფხაძე

ნარგიზ გარდაფხაძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1978 წელს (მუსიკის თეორია), მოსკოვის სარეჟისორო უმაღლესი კურსები 1988 წელს.

1981-1992წწ. იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორის ასისტენტი და რეჟისორი; 1991-1992წწ. ტელეკომპანია "იბერვიზია"-ს რეჟისორი; 1998-2001წწ. ჟურნალ "თბილისი ფასთაიმი"-ს ჟურნალისტი და მარკეტინგის მენეჯერი; 2001-2002წწ. საქართველოს ტელივიზიაში, პროგრამა "ალიონი", რუბრიკა "შოუბიზნესის სიახლეების" ავტორი და წამყვანი; 2002-2009წწ. ტელეკომპანია "იმედი"-ს პროდიუსერი, რეჟისორი ("არჩევანი თქვენ", "პირველი ნაბიჯი", "ბიზნეს კლასი", "ნადიმი", "თქვენი ექიმი", "მე ვარ ქალი"); 2005-2006წწ. იყო გ. ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის პედაგოგი (მუსიკის ისტორია); 2006-2007წწ. "იმედის საახალწლო ექსპრესის" საახალწლო გადაცემის ავტორი და რეჟისორი; 2010 წლიდან ჟურნალ "მუსიკის" ჟურნალისტი; კონცერტების რეჟისორი: პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიება (2012), რუდოლფ ბარსაის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი(2014); სცენარისტი, რეჟისორი მხატვრული ფილმებისა: "ძილისპირული" (1983), "სამი ამბავი ტელეფონით"(1984), "ორშაბათი" (1988, სცენარი მ. კობაიძის), "ლუსტრაცია" (2002), დოკუმენტური ფილმები: "იაშვილების ოჯახი"(1985), "ამერიკული აკადემია თბილისში" (2005), "ჯი-პი-სის" სარეკლამო კლიპი (2006), "იმედი საქართველოისი"(2011). 1983 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (ქ. ტამპერე, ფინეთი) დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური დიპლომით ფილმისთვის "ძილისპირული", იგივე ფილმისთვის 1987 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ "ამირანის" ჟიურის დიპლომი; 2012 წელს ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" გადაეცა ფილმისთვის "იმედი საქართველოისი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.98; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : www.geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: