შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეკა, რსფსრ, ლენინგრადის ოლქი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1978წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის რესპუბლიკური კლინიკური ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან - ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის რესპუბლიკური კლინიკური ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1988-1990წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი; 1994-1995წწ. მუშაობდა გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში; 1997 წლიდან - ლონდონის ნეიროფსიქიატრიულ კლინიკაში. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ფსიქიატრიას, სოციალურ ფსიქიატრიას, პათოფსიქოლოგიას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იპოქონდრულ გამოვლინებათა სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა შიზოფრენიის დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შუბისმაგვარი შიზოფრენიის რემისიების კლინიკური და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემები და მათი სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა"; დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.366; clinical-partners.co.uk ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |