The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გაჩეჩილაძე

გივი გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 2009  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საღვინე, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს(ვოკალური), თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1954 წელს(სარეჟისორო).

1950-1953წწ. იყო  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის რეჟისორის ასისტენტი; 1950-1954წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1954-1962წწ. რეჟისორი; 1958 წელს მოსკოვის ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე; 1962-1985წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი; 1968-1974წწ. ქუთაისის ოპერის თეატრის რეჟისორი; 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილსის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, 1980 წლიდან პროფესორი; 1987 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში(პედაგოგი რ. სტურუა); ქართული სპექტაკლები, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე: ი. გოკიელი  "წითელქუდა"(1959), ო. თევდორაძე "ლეგენდა თბილისზე"(1959), ა. ანდრიაშვილი "ზვავი"(1960), ც. რახმანინოვი "ალეკო", აღდგენილი სპექტაკლი: ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი"(1960); ქუთაისის ოპერის სცენაზე: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"(1969), მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"(1969), ი. გოკიელი "წითელქუდა"(1970), ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი"(1971), ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"(1987), ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"(1972), რახმანინოვი "ალეკო"(1973), ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"(1974, 1975); თბილისის საოპერო სტუდიის სცენაზე სპექტაკლები და მონტაჟები: დარგომიჟსკი "ალი"(1955), შ. თაქთაქიშვილი "ოთარაანთ ქვრივი", გლუკი "ორფევსი და ევრიდიკე"(1964), რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"(1970), ჩაიკოვსკი "იოლანტა"(1977), რუბინშტეინი "დემონი", პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი", "ტოსკა", ბიზე "კარმენი", "მარგალიტის მაძიებლები", გუნო "ფაუსტი", როსიონი "სევილიელი დალაქი"(1985); დადგმები სახელმწიფო ფილარმონიაში: ი. ბობოხიძე "ბურატინო"(1976), ი. გოკიელი "ბროლის ქოში"(1977), დ. ჩხეიძე "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"(1977); ტელე დადგმები: "ძველი თბილისის სურათები"(1964), "შენ ხარ ვენახი", "დილის საგალობლები"(1962), ბასკაკოვი "პეპო"(1962), ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"(1963), ფალიაშვილი "ლატავრა"(1964), ქართული ხალხური ცეკვები; საოპერო რეჟისორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: