The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნინო ტაბატაძე

დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1929  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1956წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი ბიოქიმიის სპეციალობით; 1958-1968წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1984 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბიოქიმიის, ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის პრობლემებს. ხელმძღვანელობდა ლაბორატორიის სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამონიაკის წარმოშობისა და აცილების გზების შესწავლა გულის კუნთში ექსპერიმენტული თირეოტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.258

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიოქიმიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1977 - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული
  • 1977 - კომუნისტური შრომის დამკვრელის საპატიო წოდება

გააზიარე: