შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი გეგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელბწიფო უნივერსიტეტიs ისტორიული ფაკულტეტი; თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1942 წელს(ვოკალური). 1954 წლიდან იყო საქართველოს რადიოს, ხოლო 1956 წლიდან საქართველოს საესტრადო ორკესტრ "რეროს" წევრი; საგანგებოდ მისთვის ქმნიდნენ სიმღერებს ქართველი და რუსი კომპოზიტორები, მათ შორის: ლ. იაშვილი "უფლისციხესთან" (მ. ლებანიძის ლექსი), "გელათი" (ჯ. ჩარკვიანის ლექსი), "მოდიოდა ნინო მთებით (ა. კალანდაძის ლექსი), "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა" (ი. ჭავჭავაძის ლექსი); ის ახმოვანებდა ფილმებს: მედეა ჯაფარიძე - "წარსული ზაფხული" (კომპოზიტორი ო. გორდელი), ნატა კობახიძე - "ყვავილი თოვლზე" (კომპოზიტორი რ. ლაღიძე), დოდო ჭიჭინაძე - "ნინო" (კომპოზიტორი რ. ლაღიძე), მეგი წულუკიძე - "პალიასტომი" (კომპოზიტორი დ. თორაძე), ლია ელიავა - "ჭიაკოკონა" (კომპოზიტორი ბ. კვერნაძე); ის ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერებს: ლ. იაშვილი "ია-ია", კ. პევზნერი "გამოდი", "გაზაფხულის ბრალია", პ. ნალბანდიშვილი "ლურჯი იები", ბ. კვერნაძე "სად მიხვალ", გ. ცაბაძე "ჩემს სახლთან პატარა ბაღია"; გასტროლებით იმოგზაურა "რერო"-სთან ერთად: სსრკ, ინგლისი, შოტლანდია, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია; სოლო კონცერტებით: სსრკ, გერმანია. საესტრადო მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 101; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.190 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |