Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დევი ტაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1988 წელს. 1988-1990წწ. მუშაობდა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში; 1990-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ჰეპატიტების სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. ი. ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, 1996 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე-რეფერენტი და სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალ "რეპროდუქტოლოგიის" მენეჯერი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა ეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის საკითხებზე. რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე პაციენტთა არაეფექტური ქირურგიული მკურნალობის შედეგების ანალიზი". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.258 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |