The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კიწი გეგეჭკორი

კიწი გეგეჭკორი
ოფიციალური სახელი:ივანე გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1971  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

1896 წლიდან მღეროდა სკოლის გუნდში, 1904 წლიდან ძ. ლოლუას გუნდში, 1905 წლიდან ნ. ურუშაძის გუნდში; 1917 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდებს ბათუმში, სენაკში, მარტვილში, ბანძაში, ქვალონში, სოხუმში, გალში; 1923 წელს ძ. ლოლუასთან ერთად ქუთაისში საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიულ გუნდს, ხოლო ძ. ლოლუას გარდაცვალების შემდეგ, 1929 წლიდან, ამ გუნდს ხელმძღვანელობდა; 1938-1968წწ. იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი; ივანე გეგეჭკიორი მრავალი სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი იყო: "ჩაგუნა", "სიმღერა თბილისზე", "მარებელი", "ძუკუ ლოლუა", "ბექია", "მათეია", "ბეჟა ნანა, ბეჟა სქუა", "ვენგარა, სუ ნანა"; სატრფიალო სიმღერები: "ამესური სო დოგირჩა", "ბაღჩა დო ვარდი", "დელია ნანა"; მან დიდი როლი ითამაშა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერების აღორძინებისა და შეგროვება-შესრულების საქმეში; აღზარდა მრავალი მომღერალი და გუნდის ხელმძღვანელი; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: