The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ტაბლიაშვილი

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიარტიული ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1962წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის ასპირანტი; 1963-1965წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ექიმი-ლაბორანტი, 1965-1990წწ. პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წლიდან ამავე განყოფილების ხელმძღვანელი; 1979 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ბავშვთა კვებაში. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სადღეღამისო ენერგიის ხარჯვას, ბავშვთა კვების ნორმებს, ალერგიას, სამკურნალო კვებას. გამოქვეყნებული აქვს 15 მეთოდური რეკომენდაცია და ორი მონოგრაფია: "ბავშვის კვება", "ჯანმრთელი და ავადმყოფი ბავშვის მოვლა". არის 3 საკანდიდატო დისერტაციისა და ინტერნთა, ორდინატორთა სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელი. მონაწილეობდა სამუშაო ადგილზე მედიცინის მუშაკთა მომზადებაში, სამეცნიერო კონფერენციებსა, სემინარებსა და სიმპოზიუმებში, საქართველოს ტელე-რადიო გადაცემებში, პერიოდულ პრესაში ბეჭდავდა სამეცნიერო-პრაქტიკული შინაასრის სტატიებს. მიღებული აქვს პრემიები სამეცნიერო შრომების შესრულებისათვის(1972, 1974) და საავტორო მოწმობები(1983) ძუძუთი კვების სერთიფიკატი. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სადღეღამისო ენერგიის ხარჯვა ბავშვებში მხედველობის სრული და ნაწილობრივი უკმარისობის დროს", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა კვებაში რძის მჟავე პროდუქტების ეფექტტურობის მედიკო-ბიოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.260

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრთა და მეან-გინეკოლოგთა საატესტაციო საბჭო, წევრი (1994-1996)
  • პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საბჭო, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა სამედიცინო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიკო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: