The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ტარტარაშვილი

ელგუჯა ტარტარაშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კახი (აზერბაიჯანი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1982წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის ფაკულტეტზე; 1982–1985წწ. იყო ამავე კათედრის ასპირანტი; 1985 წელს - ასისტენტი; 1994 წლიდან - N2 სამშობიარო სახლის ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე; 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის. სამშობიარო სახლ "ჰერას" მეან-გინეკოლოგი. მიღებული აქვს ლენინის მედალი, "დვინა–70"–ში მონაწილეობისათვის (1970). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დაცვითი სამკურნალო რეჟიმი მედიკამენტოზური გალეა ნოინოფორმებით, როგრც მშობიარობის მართვის ტაქტიკის ოპტიმიზაციის მეთოდი გულის მიტრალური მანკით დაავადებულებში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაყოფის ჰიპოქსია: კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.261; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.367

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ორსულთა პათოფიზიოლოგიის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოება "გესტობა", წევრი

გააზიარე: