შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როენა გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქარი, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1940 წელს. სასწავლებლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ განყოფილებაზე პედაგოგ ვ. ქაშაკაშვილთან; 1945-1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (მეცო-სოპრანო); მის რეპერტუარში იყო, ქართული: დედინაცვალი, ნანო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მარო, ბაბუსი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ბებია(რ. გაბიჩვაძე "ნანა"), დედა(ვ. გოკიელი "წითელქუდა"), დედა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), დედოფალი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); სხვა რეპერტუარი: ქსენიას დედა (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), სემიონის დედა (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"), ჯიოვანა, ინესი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური"), მარტა (გუნო "ფაუსტი"), ლუჩია(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ბერტა(როსინი "სევილიელი დალაქი"). პოეტ მირზა გელოვანის და. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 104 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |