The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როენა გელოვანი

როენა გელოვანი
Date of birth:21 March, 1908  (116 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქარი, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1940 წელს.

სასწავლებლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ განყოფილებაზე პედაგოგ ვ. ქაშაკაშვილთან; 1945-1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (მეცო-სოპრანო); მის რეპერტუარში იყო, ქართული: დედინაცვალი, ნანო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მარო, ბაბუსი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ბებია(რ. გაბიჩვაძე "ნანა"), დედა(ვ. გოკიელი "წითელქუდა"), დედა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), დედოფალი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); სხვა რეპერტუარი: ქსენიას დედა (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), სემიონის დედა (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"), ჯიოვანა, ინესი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური"), მარტა (გუნო "ფაუსტი"), ლუჩია(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ბერტა(როსინი "სევილიელი დალაქი"). პოეტ მირზა გელოვანის და.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 104

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: