The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ტატიშვილი

ნანა ტატიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1976წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1977-1987წწ. - ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997–1999წწ. - პეტრე  სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999 წლიდან - მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხემძღვანელი; უმაღლესი სამედიცინო სკოლის – "აიეტი" ნევროლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა სახის აბსანსების დიფერენციული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ზოგიერთი იდიოპათური გენერალიზებული ეპილეფსიური სინდრომები, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მართვა", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.368; vidal.ge/doctors

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ა. ლაჭყეპიანის სახელობის საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ევროპის პედიატრ ნევროლოგთა საზოგადოების მრჩეველთა საბჭო, წევრი
  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს საზოგადეობა, გენერალური მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: