The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოსითეოსი (მთავარეპისკოპოსი)

ოფიციალური სახელი:დიმიტრი ფიცხელაური
დაბადების თარიღი:ოქტომბერი, 1774
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1830  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ავლაბრის წმ. დარიასა და ერეკლეს ეკლესია, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საეკლესიო მოღვაწე, ქსნის საერისთაოს აზნაურთა შთამომავალი; 1791 წელს ბერად აღიკვეცა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში; თავდაპირველად დიაკვნად ეკურთხა, შემდეგ მღვდელმონაზვნად; 1795 წელს ერეკლე II-ის სურვილით და ანტონ II-ის კურთხევით ქართლში ხოფის მონასტრის არქიმანდრიტად გაამწესეს; 1801 წლიდან ქვათახევის მონასტრის წინამძღვარია; 1810 წელს რუსეთში გაჰყვა ანტონ II-ს; პეტერბურგში მას ავტოკეფალიაწართმეული საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ მმართველად ამზადებდნენ; ვარლამის ეგზარქოსად დანიშვნის შემდეგ იგი გორის ქორეპისკოპოსად გაამწესეს; 1814 წლის 15 სექტემბერს საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსობა უბოძეს; 1815 წლის მარტში დოსითეოსი საქართველოში დაბრუნდა; მან მრავალი ათასი მთიელი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია; მალე მისი ურთიერთობა ვარლამ ეგზარქოსთან გართულდა; თავდაპირველად ვარლამი, შემდეგ კი დოსითეოსიც რუსეთში გაიწვიეს და მოსკოვში პეტრეს მონასტერში გაამწესეს; ჯანმოშლილმა დოსითეოსმა სამშობლოში დაბრუნება ითხოვა; იმპერატორმა დამსახურების გამო პენსია გაუზარდა; 1830 წელს დოსითეოსი თბილისში დაბრუნდა და იმავე წელს გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.486

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოსეთის სასულიერო კომისია, თავმჯომარე (1814-)

გააზიარე: