The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების განხრით 1995 წელს; იესემ-თბილისის მაგისტრატურა (MBA), ზოგადი მართვა 2005 წელს; ჯორჯ ოუშინგტონის უნივერსიტეტი, პროექტების მართვის მასტერი, პროექტების მართვა, PMP 2010 წელს; Erickson Coaching International სერტიფიცირებული საერთაშორისო მწვრთნელი, ტრანსფორმაციული მწვრთნელი 2015 წელს; ევრაზიის ცენტრალური ლიდერების აკადემია CELA9 Fellow, ხელმძღვანელობა 2012 წელს.

2000-2001წწ. ინტელექტ ბანკი, ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიზნეს განვითარების დირექტორი; 2000-2001წწ. სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის, WAN განვითარების პროექტის, ინფორმატიკის კონსულტანტი; 2001 წელს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმატიკის კონსულტანტი, სახელმწიფო რეესტრის ავომატიზაციის პროექტი; 2002-2004წწ. UGT-იუჯეტი, ტექნიკური დირექტორი; 2004-2006წწ. კორპორატიული გადაწყვეტილებების დირექტორი; 2006-2007წწ. ინფორმატიკის მწვრთნელი; 2006-2007წწ. გენერალური დირექტორის მოადგილე; 2006-2008წწ. მონტრან კორპორაცია, RTGS განხორციელების პროექტის მენეჯერი; 2009 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი, RTGS პროექტის კონსულტანტი; 2010-2011წწ. თიბისი ბანკი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 2007-2009წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სამაგისტრო პროგრამის მასწავლებელი; 2006-2010წწ. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მასწავლებელი MBA პროგრამის იესემ ბიზნეს სკოლაში; 2010-2011წწ. საქართველოს ლატარიის კომპანია, ინფორმატიკის სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი; 2009-2011წწ. კომაროვის საჯარო სკოლა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; 2012 წელს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტი (NIMD), NIMD-ის პოლიტიკური პარტია ინსტიტუციონალური განვითარების პროექტი საქართველოში; მოზამბიკის პოლიტიკური პარტიის სტრატეგიული დაგეგმარების პროექტის კონსულტანტი; 2010-2012წწ. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, მასწავლებელი, ინფორმატიკული პროექტების მართვა; 2013-2014წწ. ფონდი ღია საზოგადოება, მედია ბიზნეს განვითარების კონსულტანტი; 2015 წელს TEDx თბილისი, სპიკერი; 2009-2015წწ. კავკასიის ბიზნეს სკოლა, ლექტორი, MBA; 2016 წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, ლექტორი, სტრატეგიული მართვა, მაგისტრატურა; 2010-2016წწ. მართვის აკადემია, თავჯდომარე და მთავარი მწვრთნელი; 2016-2017წწ. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი.

წყარო: ge.linkedin.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაერთიანებული ფინანსური კორპორაცია, საბჭოს წევრი (2007-2014)

გააზიარე: