The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოსითეოს ქუთათელი (ეპისკოპოსი)

Legal name:წერეთელი
Date of birth:17??
Date of death:February, 1820
Burial location:ანანურის ეკლესია
Category:Religious leader

Biography

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) საკათოლიკოსოს გამგებელი 1792-1814წწ., ქუთაისის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1781-1820წწ.; დოსითეოს ქუთათელს კათოლიკოსობა უბოძა სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა; იწოდებოდა - "ყოვლადსამღვდელო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს და განმგე საკათალიკოსოსი"; დოსითეოსი დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი; მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას; 1789 წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს ერეკლე II-ს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები; 1814 წელს ხელისუფლებამ გააუქმა დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო და უშუალოდ შეუერთა იმპერიის ეკლესიას; 1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.487


Share: