The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა უერთაშვილი

დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს.

1988-1989წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1989-1998წწ. დიდი ლილოს საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტი კარდიოლოგიის სპეციალობით; 1998 წლიდან თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების და კარდიომიოპათიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიის პრობლემებს. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპერტონული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე ასპექტები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.268


გააზიარე: