შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონორა ტუსკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო (აზერბაიჯანი). დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1990-1991წწ. მუშაობდა რესპუბლიკის სამედიცინო ბიოფიზიკის ცენტრში კონსულტანტად; 1991 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 5 საავტორო მოწმობისა. პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო ნაშრომის თემა - "პრემედიკაციისა და ნარკოზის გავლენა პრესორულ და დერპესორულ რეაქციებზე და სისხლის განაწილება მცირე რგოლში და ღრუ ვენათა სისტემაზე ადრენოტროპული და ბრონქოლიტური საშუალებების მოქმედების კავშირში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.265
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |