შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალიკო ტლაშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1962-1964წწ. იყო ბაიკანურის სარაკეტო ჯარების ექიმი; 1964-1967წწ. გორის რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, 1967-1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1969-1971წწ. მესტიის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969-1996წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1980 წელს გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1980 და 1990 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის კურსები პროქტოლოგიაში; 1984 წელს იმყოფებოდა მოსკოვის პროქტოლოგიის ინსტიტუტში. 1983-1996წწ. მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოში პროქტოლოგიის ცენტრის ექიმად; 1996 წლიდან იყო რესპუბლიკის პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე. არის 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგ-პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სეფსისით გართულებული რბილი ქსოვილებისა და ჯირკვლოვანი ორგანოების მწვავე ჩირქოვან დაავადებათა კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.264 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |