The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალიკო ტლაშაძე

დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1962-1964წწ. იყო ბაიკანურის სარაკეტო ჯარების ექიმი; 1964-1967წწ. გორის რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, 1967-1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1969-1971წწ. მესტიის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969-1996წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1980 წელს გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1980 და 1990 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის კურსები პროქტოლოგიაში; 1984 წელს იმყოფებოდა მოსკოვის პროქტოლოგიის ინსტიტუტში. 1983-1996წწ. მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოში პროქტოლოგიის ცენტრის ექიმად; 1996 წლიდან იყო რესპუბლიკის  პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე. არის 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგ-პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სეფსისით გართულებული რბილი ქსოვილებისა და ჯირკვლოვანი ორგანოების მწვავე ჩირქოვან დაავადებათა კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1998 წელს.  

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.264

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • სამედიცინო-ეკოლოგიური აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - უმაღლესი კატეგორიის პროქტოლოგი
  • 1984 - უმაღლესი კატეგორიის ქირურგი
  • 1977 - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული

გააზიარე: