The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელანო ტორონჯაძე

დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1971-1974წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედ. სან. ნაწილის მიმღები განყოფილების გამგე; 1974-1975წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1975-1979წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979 წელს რევმატოლოგიური ცენტრის რევმატიზმის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის რევმატიზმის განყოფილებას. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კომისუროტომიის შემდგომ  პერიოდში ავადმყოფთა  დისპანსერიზაციასა და რესტენოზის პროფილაქტიკის საკითხებს, გავა-თეძოს შესახსრებას დაზიანების სხვადასხვა ანთებითი რევმატული დაავადებების დროს. გამოქვეყნებული აქვს "რევმატოლოგიის ცნობარი"("მეცნიერება", თბილისი, 1996). რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გავა-თეძოს შესახსრებების დაზიანების თავისებურებანი სახსრების და ხერხემლის ანთებითი რევმატიული დაავადებების დროს", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.264

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: