Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელანო ტორონჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1971-1974წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედ. სან. ნაწილის მიმღები განყოფილების გამგე; 1974-1975წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1975-1979წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979 წელს რევმატოლოგიური ცენტრის რევმატიზმის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის რევმატიზმის განყოფილებას. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კომისუროტომიის შემდგომ პერიოდში ავადმყოფთა დისპანსერიზაციასა და რესტენოზის პროფილაქტიკის საკითხებს, გავა-თეძოს შესახსრებას დაზიანების სხვადასხვა ანთებითი რევმატული დაავადებების დროს. გამოქვეყნებული აქვს "რევმატოლოგიის ცნობარი"("მეცნიერება", თბილისი, 1996). რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გავა-თეძოს შესახსრებების დაზიანების თავისებურებანი სახსრების და ხერხემლის ანთებითი რევმატიული დაავადებების დროს", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.264 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |