The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიჭიკო გველესიანი

ოფიციალური სახელი:სოლომონ გველესიანი
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1961  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რგალი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელი 1938 წელს(საგუნდო–სადირიჟორო).

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ჭიათურის სარაიონო მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად; მისმა გუნდმა საქართველოს ხალხური თვითმოქმედების I და II ოლიმპიადაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა; 1939–1940წწ. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ კოლექტივებს; 1941 წელს ჩამოაყალიბა მებრძოლთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც სამხედრო ნაწილებს ემსახურებოდა; 1947 წელს ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, ამავე წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლის ხელმძღვანელი, ანსამბლმა მიაღწია იმ დონეს, რომ შესაძლებელი გახდა საოპერო სპექტაკლების დადგმა; 1950 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ლოტბარი; დიდი დამსახურება მიუძღვის მრავალი მივიწყებული ქართული სიმღერის აღდგენაში; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 109

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: