შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო გვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2003 წელს(საფორტეპიანო). სწავლა განაგრძო ჰოლანდიაში, ჰააგის სამეფო და ამსტერდამის კონსერვატორიაში, პედაგოგებთან პ. კომენი და ი. ვაინი(ფორტეპიანო); თანამშრომლობდა დირიჟორებთან: ჯ. კახიძე, მ. პლასონი, მ. ტაბაჩნიკი, ჯ. აკსელროდი; მის რეპერტუარშია, ქართული: ნ. გაბუნია "მოწაფის დღიური", "მიძღვნა"; სხვა რეპერტუარი: ბახი, ვენის კლასიკოსები, რაველი, XX საუკუნის კომპოზიტორები; მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ფესტივალში: გერმანია, საფრანგეთი, იოტალია; საგასტროლოთ იმოგზაურა: გერმანია, საფრანგეთი, სირია, ეკვადორი, იაპონია; არის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული: ჰოლანდიის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი, I პრემია და გრანპრი (2004), ლისტის სახელობის V საერთაშორისო კონკურსი (უტრეხტი), პრესისა და მსმენელის პრემია (2008), Borletti-Buitioni Trust (2010). მოღვაწეობს ევროპაში (ჰოლანდია). პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |