The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გირგვლიანი

დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1957 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს(საფორტეპიანო).

1975–1976წწ. გაიარა კვალიფიკაციის კურსები მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგ ლ. ვლასენკოსთან(ფორტეპიანო); 1959–1962წწ. იყო თბილსისი II მუსიკალური სკოლის პედაგოგი, 1962–1967წწ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და 1963–1967წწ. სასწავლო ნაწილის გამგე; 1967 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1976 წლიდან სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1978–1984წწ. პრორექტორი სასწავლო მუშაობის დარგში, მრავალჯერ იყო არჩეული საზოგადოებრივ ორგანიზაციებში პროფკომიტეტის თავმჯდომარედ; 1995 წლიდან პროფესორი. პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 111; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.140

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამხატვრო სამეცნიერო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო სიგელი

გააზიარე: