შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ სადუნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. 1974-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი(მაშინდელი მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი), უფროსი ლაბორანტი; 1978-1985წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1994წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1996წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის პროფესორი; 1996-2005წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980 წელს ბიოლოგიის მეცნიერაბათა კანდიდატი; 1995 წელს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; მეცნიერული ინტერესების სფერო: აზოტის შეთვისება და მეტაბოლიზმი მცენარეებში; ამონიუმის პირველადი ასიმილაცია; აზოტისა და ენერგეტიკული ცვლის ფერმენტების ფიზიკო-ქიმიური თვისებები, კინეტიკა და რეგულაცია. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.120; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |