შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა ტყემალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიციმო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947-1949წწ. იყო ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-გინეკოლოგი, 1949 წელს ამავე ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, 1957-1971წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971 წელს კონკურსით არჩეულ იქნა განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ გადაყვანილ იქნა თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იმავე თანამდებობაზე. ავტორია 172 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის ქრონიკულ და ფილტვის არასპეციფიკურ დაავადებებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 სადოქტორო დისერტაცია, ამზადებდა კადრებს კლინიკურ ბიოქიმიაში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ულტრამაღალი სიხშირის ელექტროგავლენა ღვიძლის ზოგიერთ ფუნქციაზე ექსპერიმენრული ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკო-ექსპერიმენტული დასაბუთება ულტრაბგერის სამკურნალო გამოყენების ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებათა დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |