The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ტყეშელაშვილი

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თეთრიწყარო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1963-1966წწ. იყო სამტრედიის რაიონული საავადმყოფოს ქირურგ-ორდინატორი; 1966-1982წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1989წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1993წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, მწვავე ტრავმის განყოფილების ხელმძღვანელი, 1993-1995წწ. ცენტრის დირექტორი, 1995 წლიდან ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და მწვავე ტრავმის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მეთოდური წერილის და 3 გამოგონების, მათ შორისაა: "ტრავმატოლოგიის სახელმძღვანელო"(მოკლე კურსი), 1998; სახელმწიფო სტანდარტით შესრულებული 2 ნაშრომი: "შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის თავისებურებანი მწვავე ტრავმის დროს", "კომპრესიულ-დისტრაქციული მეთოდების გამოყენება მწვავე ტრამვების შემთხვევაში". ყველა ეს აღნიშნული შრომა ეხება ტრავმატოლოგიის აქტუალურ პრობლემებს. მონაწილეობდა როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ყრილობებსა და სიმპოზიუმებში, ცენტრის მიერ მოწყობილ ყველა სესიაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოჭ-წვივის სახსრის ტრამვულ დაზიანებათა კონსერვაციული და ოპერაციული მკურნალობა".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რევმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა ასოციაცია, წევრი
  • ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა რესპუბლიკური საზოგადოება , წევრი

გააზიარე: